ლაშა დვალი: “ეს უნდა იყოს ზეიმი მთელი ქვეყნისთვის”

0
8

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს, ფელბერტში, ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.
ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალურ პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.
ვარჯიშის დაწყებამდე, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით მედიის კითხვებს ლაშა დვალმა უპასუხა.
ლაშა დვალი: “ორი კვირაა ვემზადებით. პირადად ჩემთვის, საკლუბო სეზონი შედარებით ადრე დასრულდა და მომზადება ინდივიდუალურად დავიწყე. თავს კარგად ვგრძნობ და ახლოს ვარ ოპტიმალურ ფორმასთან. დაგვრჩა კიდევ რამდენიმე ვარჯიში, სადაც ფიზიკურ კონდიციებს გავიუმჯობესებთ.
სასიხარულოა ასეთ დიდ ტურნირზე ყოფნა. დღეს ღია ვარჯიში გვაქვს, სადაც გულშემატკივარი გაგვამხნევებს და ეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატზე ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს გასატარებელი. ეს უნდა იყოს ზეიმი მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა”.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).
მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარმცველებია/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო),  საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00
|შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 13 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის,16:15 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.