უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების საბოლოო განაცხადები გამოაქვეყნა და მიუთითა თუ რომელი ფეხბურთელი რა ნომრიანი მაისურით ითამაშებს მომავალ ტურნირზე.
საქართველოს ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: 1. გიორგი ლორია, 12. ლუკა გუგეშაშვილი, 25. გიორგი მამარდაშვილი.
მცველები: 2. ოთარ კაკაბაძე, 3. ლაშა დვალი, 4. გურამ კაშია, 5. სოლომონ კვირკველია, 13.გიორგი გოჩოლეიშვილი, 14. ლუკა ლოჩოშვილი, 15. გიორგი გველესიანი, 24. ჯიმი ტაბიძე
ნახევარმცველები: 6. გიორგი ქოჩორაშვილი, 9. ზურიკო დავითაშვილი, 10. გიორგი ჩაკვეტაძე
16. ნიკა კვეკვესკირი, 17. ოთარ კიტეიშვილი, 18. სანდრო ალთუნაშვილი, 19. ლევან შენგელია
20. ანზორ მექვაბიშვილი, 21. გიორგი წიტაიშვილი, 23. საბა ლობჟანიძე, 26. გაბრიელ სიგუა.
თავდამსხმელები: 7. ხვიჩა კვარაცხელია, 8. ბუდუ ზივზივაძე, 11. გიორგი ქვილითაია, 22. გიორგი მიქაუტაძე.
ვილი სანიოლის შეგირდები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავენ: 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდებიან, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი




