საქართველოს თასის 1/16-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

0
38

7 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 20 და 21 ივლისს გაიმართება. 1/16-ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე 10 ივნისს, მესამე ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

1/8-ფინალური ეტაპიდან საქართველოს თასის გათამშებას ევროტურნირებზე მოთამაშე ქართული გუნდები – ბათუმის დინამო, თბილისის დინამო, იბერია და ტორპედო შეუერთდებიან.