რამაზ სვანაძე: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია”

0
33

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 6 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ყაზახეთთან მატჩისთვის, რამაზ სვანაძის გუნდი, საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ემზადება. მომავალი შეხვედრის შეხვედრის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელებმა – ლუკა გაგნიძემ და ზურაბ რუხაძემ ისაუბრეს.
რამაზ სვანაძე: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია გამომდინარე იქიდან, რომ შემოდგომაზე ოფიციალური მატჩები გველის. შესარჩევ ციკლში დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა. ვეცდებით, მოსამზადებელი ეტაპი კარგ განწყობაზე დავასრულოთ.
ამ შეხვედრაში უმთავრესია, ფეხბურთელების მდგომარეობა შევაფასოთ. განსაკუთრებით ლეგიონერების თემა მინდა გამოვყო. რამდენიმე მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა აკლია და მნიშვნელოვანია, ისინი ფორმაში იყვნენ. ასევე გვყავს დებიუტანტები, რომლებმაც ჩვენს ეროვნულ ლიგაში თავი გამოიჩინეს და მათაც დავაკვირდებით“.
ლუკა გაგნიძე: „შეკრება კარგად მიდის. უკვე სეზონის ბოლოა და ყველა ისეთ ფორმაში ვართ, როგორშიც უნდა ვიყოთ. ნაკრებში ჩამოსვლა ყველას უხარია. არიან დებიუტანტებიც და ყველა მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. რაც შეეხება ყაზახეთს, ძლიერი და აგრესიული გუნდია. მათთან შეხვედრა ოქტომბრის ოფიციალურ მატჩებამდე კარგი ტესტი იქნება. შესარჩევ ციკლში კი დიდი შანსია, წარმატებას მივაღწიოთ“.
ზურაბ რუხაძე: „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს შეხვედრა, მაგრამ ვეცდებით, გავიმარჯვოთ. მაყურებლის ტრიბუნაზე ყოფნა ორმაგი მოტივაციაა. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ“.
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილო (თელავი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლაშა კვარაცხელია (სამტრედია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დონეცხკის შახტარი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), გიორგი ხარებავა (კოლხეთი 1913).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).
საქართველოსა და ყაზახეთის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი