„ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ 0:2 მარცხის მერე განაცხადა, რომ განვლილ შეხვედრაში მადრიდელებმა აჩვენეს თუ რატომ არიან ამ ტურნირში ყველაზე ტიტულოვანები.
„ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ და ანგარიშში დაწინაურებასთან ახლოს ვიყავით. თუმცა, შემდეგ თამაში შეიცვალა. „რეალმა“ აჩვენა თუ რატომაა ამ ტურნირში ყველაზე ტიტულოვანი კლუბი.
თამაშის შემდეგ ყოველთვის ჩნდება კითხვა თუ რის გაკეთება იყო შესაძლებელი სხვაგვარად. ვფიქრობ, ბევრი რამ სწორედ გავაკეთეთ, მაგრამ შემდეგ სტანდარტული სტუაციიდან გაშვებულმა გოლმა შეხვედრის მსვლელობა შეცვალა. ჩვენ ამისგან შესაბამისი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. კარგად ვთამაშობდით და სახიფათო კონტრშეტევებს ვანხორციელებდით. თუმცა, ვერ გავიტანეთ და მატჩის შედეგი ამან განაპირობა.
ჩვენი გულშემატკივრები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მხარს ძალიან მაგრად გვიჭერდნენ. მათ სჯეროდათ, რომ „რეალს“ დავამარცხებდით. მათ მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ“ – იუწყება ტერზიჩის ნათქვამს გერმანული მედია.
ლაშა თაბაგარი
