ჟირუ სანაკრებო კარიერას ასრულებს

0
48

ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კარიერას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.
„რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაში მომენატრება, მაგრამ ჩემი დრო სრულდება. ადგილი ახალგაზრდებს უნდა დავუთმო“ – იუწყება „მილანის“ თავდამსხმელის ნათქვამს lequipe.fr.
37 წლის ჟირუ საფრანგეთის ნაკრებში 2011 წლიდან გამოდის. მან 131 მატჩში 57 გოლი გაიტანა და თავისი ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მან ფრანგებთან ერთად მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატი და ერთა ლიგა (2021) მოიგო. გარდა ამისა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე და მსოფლიო 2022 წლის მუნდიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი