მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ხავი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება.
44 წლის სპეციალისტს ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტ ხოან ლაპორტასთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს. ხავის ხელმძღვანელობით „ბარსელონა“ ბოლო მატჩს 26 მაისს „სევილიასთან“ ესპანეთის ლა ლიგის დასკვნით 38-ე ტურში ჩაატარებს.
ხავი გუნდს 2021 წლიდან ავარჯიშებდა და შარშან ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად, სუპერთასიც მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი
