„აიაქსს“ იტალიელი გაწვრთნის

0
35

ამსტერდამის „აიაქსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. გუნდს 35 წლის იტალიელი სპეციალისტი ფრანჩესკო ფარიოლი გაუძღვება, რის შესახებ ნიდერლანდული კლუბის პრესსამსახური იუწყება. ფარიოლიმ „აიაქსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ფარიოლი 2023 წლიდან „ნიცას“ ავარჯიშებდა, რომელმაც გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მეხუთე ადგილი დაიკავა. მანამდე, ის თურქეთის „ქარაგიუმრუქს“ და „ალანიასფორს“ ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსთან“ მოქმედი კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს აკავშირებს, რომელიც ამჟამად „მეცშია“ განათხოვრებული.
ლაშა თაბაგარი