გასე სამწვრთნელო კარიერას ასრულებს

0
46

„მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟან-ლუი გასემ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლო პროფესიონალურ კარიერას დაასრულებს.
19 მაისს „მარსელი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო 34-ე ტურში „ჰავრს“ შეხვდება.
„კვირას ჩემს კარიერაში ნამდვილად ბოლო მატჩი იქნება. მწვრთნელობას ვამთავრებ და  ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა“ – განაცხადა 70 წლის გასემ, რომელიც მარსელელთა თავკაცად მიმდინარე წლის თებერვალში ჯენარო გატუზოს ნაცვლად დანიშნეს.
გასე კარიერის განმავლობაში „მარსელის“ გარდა,  „ბორდოს“, „სენტ-ეტიენს“ და კოტდივუარის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა. ის ასევე საფრანგეთის ნაკრების და პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.
ლაშა თაბაგარი