კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური ქუთაისში გამართული ცენტრალური მატჩით დასრუკლდა, რომელშიც “ტორპედომ” მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და საინტერესო დაპირისპირებაში სამი ქულა აიღო.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა თავდაპირველად ბათუმელებს შეეძლოთ, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ლევან ხარაბაძემ მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა და სერბმა მეკარე კლიაიჩმა ბურთი ფეხით მოიგერია.
28-ე წუთზე “ტორპედოს” ბრაზილიელმა ლეგიონერმა ელიტონ ჟუნიორმა დაახლოებით 23-24 ძლიერად მეტრიდან დაარტყა და ლუკა ხარატიშვილს “ცხრიანში” გაუტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ გიორგი წიტაიშვილი ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, ერთი მცველი ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში დაარტყა- ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
62-ე წუთზე “დინამოს” კაპიტანი თავის საჯარიმოს სიახლოვეს მეტოქეს ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ, მასპინძლების ცენტრალური მცველი გააძევა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე წიტაიშვილი “ტირპედოს” საჯარიმოში უკვე მარჯვნიდან შეიჭრა და მას მერე რაც ორ მცველს გასცდა ახლო კუთხეში დაარტყა – მასპინძლები კლიაიჩმა გადაარჩინა.
უკრაინელი ანდრე დემჩენკოს გაწვრთნილ ბათუმელებს 27 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. შოტლანდიელი სტივ კინის ხელმძღვანელობით “ტორპედომ” 23 ქულა დააგროვა და მეოთხეა.
ტორპედო 1:0 დინამო ბთ
ფოთის “კოლხეთის” მთავარი მწვრთნელის რანგში კახა ჩხეტიანის დებიუტი გასვლაზე “თელავთან” შედგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მასპინძლებიდან მე-15 წუთზე ანგარიში თორნიკე ახვლედიანმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა.
“კოლხეთი” 15 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო არმენ ადამიანის გაწვრთნილი “თელავი” 13 ქულით მეშვიდეა.
თელავი 1:1 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი
