დორივალ ჟუნიორმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

0
38

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის და ამერიკის შეერთებულ შტატებში ზაფხულში გასამართი კოპა ამერიკისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფერდერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დორივალ ჟუნიორმა შეკრებაზე შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
მეკარეები: ალისონი („ლივერპული“), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“), ბენტო („ატლეტიკო პარანაენსე“).
მცველები: ბერალდო (პსჟ), ედერ მილიტაო („რეალი“), გაბრიელ მაგალიაეში („არსენალი“), მარკინიოსი (პსჟ), დანილო („იუვენტუსი“), იან კოუტუ („ჟირონა“), გილერმე არანა („ატლეტიკო მინეირო“), ვენდელი („პორტუ“).
ნახევარმცველები: ანდრეას პერეირა („ფულემი“), ბრუნო გიმარაეში („ნიუკასლი“), დუგლას ლუისი („ასტონ ვილა“), ჟოაო გომესი („ვულვზი“), ლუკას პაკეტა („ვესტ ჰემი“).
თავდამსხმელები: ენდრიკი („პალმეირასი“), ევანილსონი („პორტუ“), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“), რაფინია („ბარსელონა“), როდრიგო („რეალი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“), სავინიო („ჟირონა“).
დორივალ ჟუნიორმა მსოფლიო 5-გზის ჩემპიონთა რიგებში რიშარლისონი („ტოტენჰემი“), გაბრიელ ჟეზუსი („არსენალი“), მატეუს კუნია („ვულვზი“) და კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“) არ მიიწვია.
9 ივნისს ბრაზილია ამხანაგურ მატჩში მექსიკას შეხვდება, 13 ივნისს კი – აშშ-ს. კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე დორივალის გუნდის მეტოქეები კოსტა რიკა, პარაგვაი და კოლუმბია იქნებიან.
ლაშა თაბაგარი