საქართველოს თასის მეორე და მესამე ეტაპის კენჭისყრა გაიმართა

0
52

9 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების მეორე და მესამე ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრაში მონაწილეობდნენ კრისტალბეთ ლიგა 3-ის და კრისტალბეთ ლიგა 4-ის გუნდები, ასევე პირველ ეტაპზე გამარჯვებული ორი გუნდი –  კოლხეთი-2 1913 და მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბრიჯი, რომელმაც წინასწარ ეტაპზე იუჯი-35 დაამარცხა.
წილისყრის შედეგად, თავდაპირველად გამოვლინდა მეორე ეტაპზე მონაწილე 15 წყვილი, ხოლო დოლურაში დარჩენილმა ბოლო გუნდმა, სამგურალი 2-მა, ავტომატურად მოიპოვა მესამე ეტაპის საგზური.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ეტაპზე, მეორე ეტაპის კენტი ნუმერიციის წყვილების გამარჯვებულები ლუწი წყვილების გამარჯვებულებს შეხვდებიან.