პსჟ-ს და მბაპეს რეკორდები

0
5

პსჟ-მ საფრანგეთის ლიგა 1-ს 29-ე ტურის გადატანილ მატჩში სტუმრად „ლორიანი“ 4:1 დაამარცხა. პარიზულმა კლუბმა სტუმრად ზედიზედ წაუგებელი თამაშების რაოდენობით საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა – 22. პსჟ-მ ბოლო შეხვედრა 2022-2023 წლების სეზონში „მონაკოსთან“ წააგო (1:3), რომელიც 2023 წლის 11 თებერვალს შედგა. მანამდე, რეკორდი „ლიონს“ ეკუთვნოდა, რომელიც 2005 წლის მარტიდან 2006 წლის აპრილამდე არ დამარცხებულა.
„ლორიანთან“ დაპირისპირებაში პსჟ-ს კაპიტანნმა კილიანმ მბაპემ თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში მეტოქეთა კარი 43-ჯერ აიღო,, რაც საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის პირადი რეკორდია. აქამდე, მბაპეს საუკეთესო მაჩვენებელი 41 გოლი იყო. კილიანმა ამ სეზონში 10 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ლაშა თაბაგარი