მამარდაშვილი „ვალენსიადან“ ჩემპიონთა თამაშის სანაცვლოდ წავა

0
9

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი კლუბიდან წასვლითაა დაინტერესებული ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპა ლიგაში თამაშის სანაცვლოდ, რის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS იუწყება.
ვალენსიელები მზად არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 20 მილიონ ევროდ შეელიოს. თუმცა, თავად მამარდაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალი სეზონიც „ღამურებში“ გაატაროს. გარკვეული ხნის წინ, ესპანური მედია იუწყებოდა, რომ მამარდაშვილის გადაბირება „მილანს“ სურდა.
მას „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში 34 გოლი გაუშვა, ხოლო 12-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ქართველი გოლკიპერი თბილისის „დინამოდან“ 850000 ევროდ შეიძინა, ხოლო Transfermarkt მას 35 მილიონ ევროდ აფასებს.
ის მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო მეკარე ორჯერ გახდა. მამარდაშვილი 4-ჯერ მატჩის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ხოლო 2-ჯერ მისი მოგერიება ტურში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
მიმდინარე სეზონში გიორგიმ ოთხი პენალტი მოიგერია – ორი „ალავესთან“ (0:1) მატჩში აიღო, ხოლო თითო „ვილიარეალთან“ (0:1) და „ოსასუნასთან“ (1:0).
ლაშა თაბაგარი