ბილბაოს „ატლეტიკის“ ერთ-ერთი ლეგენდა იკერ მუნიაინი მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ამის შესახებ 31 წლის ფეხბურთელმა ინფორმაცია თავად გაავრცელა.
„შენ საუკეთესო ხარ, რაც ცხოვრებაში მქონია, მაგრამ ახლა ჩემო სიყვარულო განშორების დრო დადგა“ – დაწერა მუნიაინმა სოციალურ ქსელში.
მან „ატლეტიკის“ სისტემაში 19 წელი გაატარა და მათ შორის 15 წელი პირველ გუნდში. ბასკმა ფორვარდმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 557 მატჩში 75 გოლი გაიტანა და 70 საგოლე პასი გააკეთა. ბილბაოელთა კაპიტანმა გუნდთან ერთად ესპანეთის თასი და ორჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი
