გულიაშვილმა „ველეჟს“ მოაგებინა

0
4

„ველეჟმა“ ბოსნიის ჩემპიონატის 28-ე ტურში სახლში „სლოგასთან“ სამი ქულა ქართველი ფორვარდის გიორგი გულიაშვილის წყალობით აიღო.
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 29-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულების შემდეგ, მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში გატანილი 7 გოლი და 1 საგოლე პასია. „ველეჟი“ 49 ქულით 12-გუნდში მესამე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი