დავითაშვილი ვერ შეაჩერეს

0
21

ზურიკო დავითაშვილმა “ბორდოს” მაისურით მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. 34-ე ტურში ჟირონდელებმა სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოდი “დანკერკი” მიიღეს და 2:0 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ის პრაქტიკულად თავისი გუნდის ყველა შეტევას იწყებდა, რიგ ეპიზოდებში რამდენიმე მეტოქეს უპრობლემოდ გაუმკლავდა, თანაგუნდელებს მწვავე გადაცემები ამარაგებდა და თავად საუცხოო გოლი გაიტანა. დავითაშვილის ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის შუაწელში შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. “ბორდო” 36-ე წუთზე ვიპოტნიკმა დააწინაურა. 46-ე წუთზე დავითაშვილმა მეტოქის ნახევარზე ძალისმიერო ორთაბრძოლა მასპინძელთა ფეხბურთელს მოუგო და მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შესულმა ცრუ მოძრაობით დააწვინა მეკარე, რომელსაც შემდეგ ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
“ბორდოს” 44 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი