ჟირუ კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს

0
7

„მილანის“ თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ზაფხულში MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელესში“ გადავა, იუწყება ფრანგული გამოცემა L’Equipe.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამერიკული კლუბთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება.
ჟირუ „ლოს ანჯელესს“ ევრო 2024-ის მერე შეურთებდა, როდესაც „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. ის „მილანში“ 2021 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 127 მატჩში 47 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი