მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგის იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე ოქროს მედლების მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა რაღაც დაუჯერებელი გააკეთა.
„საუცხოო შეგრძნება მაქვს. ჩვენ რაღაც დაუჯერებელი გავაკეთეთ და გმირი ბევრია: მოთამაშები, კლუბის პერსონალი, პრეზიდენტი, რომელიც აქ არაა, მაგრამ ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. ყოველ დღე თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რომ უფრპ გავძლიერდეთ. ვფიქრობ, უკვე პირველი სეზონიდან, ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩიდან, როდესაც „რეალს“ შეხვდით, რომელმაც შემდეგ ფინალში „ლივერპული“ დაამარცხა, უკვე კარგი საფუძველი ჩაიყარა და საბოლოოდ 6 ტიტული მოივიგეთ.
ჩემი თავგადასავალი მშვენიერი აღმოჩნდა. ყოველთვის მადლობას გადავუხდი „ლაციოს“, რომელმაც მწვრთნელად მუშაობის დაწყების შანსი მომცა. ჩვენი საქმე კარგად მიდიოდა და მახსოვს ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის გამო ჩაიშალა, რომელშიც ბოლომდე ვიბრძოლეთ. „ლაციოს“ ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება სურდა, მაგრამ რაღაც მიკარნახა, რომ ცვლილებები მჭირდებოდა.
ბევრი არ მირჩევდა, რომ „ინტერში“ წავსულიყავი, მაგრამ რაღაცამ მიკარნახა, რომ სწორედ ამ კლუბში უნდა მემუშავა. კლუბის ხელმძღვანელებიდან ბევრს ვიცნობდი და ვიცოდით, რომ ციკლის გაგრძელება შეგვიძლია. რთულ მომენტებში მოლაყბეებს ლაპარაკის საშუალებას ვაძლევდი, მაგრამ დღეს ისინი უფრო ნაკლებს ისაუბრებენ“ – განაცხადა ინძაგიმ DAZN.
ლაშა თაბაგარი
