„ინტერის“ მეოცე სკუდეტო

0
26

„ინტერმა“ იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში მილანურ დერბიში სტუმრად „ინტერი“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა.
„ინტერმა“ არსებობის ისტორიაში სკუდეტო მეოცედ მოიგო და „მილანს“ (19) გაასწრო, ხოლო რეკორდსმენი ტურინის „იუვენტუსია“ (36). „ინტერის“ დამრიგებელმა სიმონე ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერაში იტალიის ჩემპიონატი პირველად მოიგო, ხოლო საერთო ჯამში 9 ტიტული მოიხვეჭა. „ინტერმა“ „მილანი“ ზედიზედ 6-ჯერ დაამარცხა და დერბის სარეკორდო სერია გაიმეორა. „ნერაძურიმ“ „როსონერის“ 14 გოლი გაუტანა და 2 გაუშვა.
ინძაგი „ინტერში“ მე-6 ჯილდო მოიგო და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს (5) გაასწრო. სერია A-ს დაარსების (1929-1930 წლების სეზონი) „ინტერში“ ინძაგის მეტი ტიტული ლეგენდარულმა ელენიო ერერამ და რობერტო მანჩინიმ მოიპოვეს – 7-7.
ლაშა თაბაგარი