საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გარემარბი კინგსლი კომანი ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ს გამოტოვებს, რის შესახებ გამოცემა L’Equipe იუწყება.
მიუნხენის „ბაიერნის“ მოთამაშემ გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში „კიოლნთან“ მატჩში მუხლი დაიზიანა. L’Equipe-ს ცნობით, ევროპის პირველობისთვის კომანის გამოჯანმრთელების შანსი მინიმალურია, რასაც თავად ბავარიელთა შუახაზელი აღიარებს.
27 წლის კომანმა მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლიდან გამოდის და 55 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. კომანმა „სამფეროვანთა“ შემადგენლობაში ევრო 2016-ზე და მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოოპოვა.
ლაშა თაბაგარი
