გიორგი გოჩოლეიშვილმა საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, დონეცკის „შახტარის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში დონეცკელებმა ლუგანსკის „ზორიას“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად სასტარტოში ჩვენი ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს. დონეცკელთა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლუკა ლაცაბიძე განაცხადში არ იყო. მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 58 ქულით პირველ ადგილზეა და 4 ქულით ასწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ კიევის „დინამოს“.
ლაშა თაბაგარი
