გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავიის მე-8 გოლი გაიტანა. აპოელი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი კაპიტნობს შინ „არისს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის 31-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ქვილითაიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და საჯარიმოში შესული ფინტებით ჯერ ერთ მცველ გაუსწორდა, შემდეგ მეორეს, ხოლო იერიში შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით დაასრულა – 2:0. 55-ე წუთზე ქვილითაია სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდა შეიჭრა და ისევ ორ მოწინააღმდეგეს გაექცა, რის შემდეგ წააქციეს. მსაჯმა პენალტი ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ დანიშნა. ქვილითაიამ თერთმეტმეტრიანი შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო მისი თანაგუნდელის დამატების მერე, „არისი“ ხარიხამ გადაარჩინა. ქვილითაია 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. აპოელი 72 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის ზედა ექვსეულში პირველ ადგილზეა და ქულით ასწრებს მეორეადგილოსან აეკ-ს.
პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში “ლეხმა” სტუმრად “ლოძს” 3:2 აჯობა. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი გამარჯვებულთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ლეხი” 51 ქულით 18 გუნდში მესამეა.
ზლატე მორავცემ“ „ბანსკა ბისტრიცას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი ჯინჯოლავამ და ლევან ნონიკაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, იური ტაბატაძე კი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. „ზლატე მორავცე“ სლოვაკეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ოფიციალურად გავარდა,
ლაშა თაბაგარი
