ხავი: „გამარჯვებას ვიმსახურებდით“

0
30

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ხავის აზრით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალთან“ 2:3 წაგებულ მატჩში, მისი გუნდი მადრიდელები მეტოქეზე უკეთესად თამაშობდა.
„ჩემი გუნდით ვამაყობ. ვფიქრობ, რომ უკეთესად ვთამაშობდით და ვიბრძოდით. ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით და თავს კარგად ვიცავდით. თამაშს ვაკონტროლებდით და გამარჯვებას ვიმსახურებდით. სამწუხაროდ ქულები იმ გარემოებათა გამო დავკარგეთ, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებდით. უფრო მეტი გვეკუთვნოდა.
ახლა ის გვრჩება, რომ მეორე ადგილზე ვიფიქროთ. გაორებული გრძნობები მაქვს. იმის გათვალისწინებით თუ როგორ ვითამაშეთ, გამარჯვება კანონზომიერი იქნებოდა, მაგრამ არსებობს გარკვეული რაღაც, როგორც ჩვენთვის, ასევე მსაჯის მუშაობაში, რომელთა გაკონტროლება არ შეგვიძლია“ – იუწყება ხავის ნათქვამს გამოცემა Marca.
ლაშა თაბაგარი