კარლო ანჩელოტი: „ჩემპიონობა გაცილებით უფრო ახლოსაა“

0
53

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ შინ „ბარსელონასთან“ 3;2 გამარჯვებიუს შემდეგ, მისი გუნდი ჩემპიონობასთან გაცილებით უფრო ახლოსაა.
„თანაბარი თამაში იყო. ჩვენ ვხვდებოდით მეტოქეს, რომელმაც ჩემპიონატში ინტრიგის დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა. ჩვენ სხვადასხვა სიტუაციებში კარგად გავერკვიეთ. ორჯერ ვაგებდით, მაგრამ ანგარიში გავათანაბრეთ. ენერგიის ბოლო წვეთით, რომელიც მიმდინარე კვირაში დაგვრჩა გამარჯვების გოლი გავიტანეთა და ეს დაუვიწყარია.
ვამაყობ გუნდით, რომელმაც ორი რთული მატჩი ჩაატარა. ახლა სეზონის ფინალური ეტაპისთვის უნდა მოვემზადოთ. ბევრი სურვილი და ენთუზიაზმი გვაქვს, ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საუცხოო ატმოსფეროში ვთამაშობთ. მჯერა, რომ ერთად მიმდინარე სეზონში რაღაც პოზიტიურს მივაღწევთ.
ჩემპიონობა გაცილებით უფრო ახლოსაა. მოდით, იმავე სულისკვეთებით გავაგრძელოთ. ახლა უნდა დავისვენოთ, რადგან კვირა მძიმე, მაგრამ დაუვიწყარი აღმოჩნდა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა AS.
ლაშა თაბაგარი