საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში „ჟირონას“ უმასპინძლა და 74:60 მოიგო. შეხვედრის დაწყებამდე კუნძულელთა ქართველ მეფარეს ესპანეთის ჩემპიონატის მარტის საუკეთესო კალათბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
საშინაო არენაზე მოთამაშე კუნძულელებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მაინცდამაინც აქცენტის ფარქვეშიდან შეტევაზე გადატანა საჭირო არ იყო. შესაბამისად, შერმადინი ზედმეტად არ დაიტვირთა და სტატისტიკაც შესაბამისი ჰქონდა: 28 წუთი, 5 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა.
„ტენერიფეს“ 18 მოგება, 10 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „მურსიასთან“ მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.



