მიქაუტაძის პირველი დუბლი საფრანგეთის ლიგა 1-ში

0
34

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. 28-ე ტურში „მეცი“ სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „ბრესტს“ შეხვდა და 3:4 დამარცხდა.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 74-ე წუთზე, როდესაც „მეცი“ 1:4 აგებდა, ატას გადაცემის მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა – 2:4. მე-80 წუთზე სტუმართა ფეხბურთელი მასპინძლების კარის დარაჯთან მარტო დარჩა, მაგრამ ვერ გაიტანა, თუმცა კართან ახლოს მდგომმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 3:4. 23 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მან სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო, რომელმაც ზამთარში „მეცში“ გაანათხოვრა. „მეცი“ 23 ქულით 18 გუნდში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი