კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტური ქობულეთში გაიხსნა, სადაც მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში ფოთის „კოლხეთმა“ თბილისის „იბერია“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის 42-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ცოტნე კაპანაძემ ფოთელთა საჯარიმოში გაბონელი ფლორის ჯავი მოძებნა, რომელმაც ერთ შეხებით საქართველოს ჩემპიონატში თავის სადებიუტო გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლების ნახევარმცველმა საბა ფირანაშვილმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა გიორგი მელქაძემ პარტნიორისგან ბურთი მიიღო და რუს კირილ კლიმოვს გადააწოდა, რომლის დარტყმული ლაზარე კუპატაძემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე დავით ზურაბიანმა ზუსტად ითამაშა – 1:1.
76-ე წუთზე „საბურთალოს“ შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა გიორგი კოხრეიძემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, სადაც ყველაზე მაღლა მალელი შეიკნე სილა ახტა და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა და გიორგი მიქაძის გაწვრთნილი თბილისელები 16 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ, ვიდრე ტურის დარჩენილი თამაშები ჩატარდება. დავით კვირკველიას „კოლხეთს“ 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
კოლხეთი 1913 1:2 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი





