დავითაშვილმა „კაენთან“ საგოლე პასი მიითვალა

0
35

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდო“ სტუმრად „კაენს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და ამ წარმატებაში თავისი დიდი წვლილი ზურიკო დავითაშვილმაც შეიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი პედრო დიასს გაუკეთა, რომლის გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა. დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ბორდო“ 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 34-ე ტურში „ლევანტემ“ შინ „სარაგოსას“ 2:1 სძლია. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტოში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. „ლევანტედან“ მე-3 წუთზე ანგარიში ბრუგუი გახსნა, ხოლო მე-19 წუთზე ტონი მოიამ შორი მანძილიდან ეფექტური საპასუხო ბურთი გაიტანა. 86-ე წუთზე ადრიან დე ლა ფუენტემ ასევე შორიდან „გაისროლა“ და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ლაშა თაბაგარი