„ბარსელონას“ წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ ფორვარდ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვას დაუკავშირდნენ, იუწყება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS.
თუმცა, ნეაპოლელებს 23 წლის ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებენ. „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, რომელიც შეგუებულია, რომ ზაფხულში გუნდიდან ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი წავა, კიდევ ერთი ვარსკვლავის გაყიდვა არ უნდა.
ცოტა ხნის წინ, იტალიური მედია იუწყებოდა, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტს გაფორმებას და ხელფასის 1,5 მილიონი ევროდან 4,5 მილიო ევრომდე გაზრდას გეგ,ავს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





