„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „მალიორკა“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0:. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. მატჩში ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა და გამოსარჩევი მასპინძლების ნახევარმცველ პეპელუს დარტყმაა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო გონსალესმა ზუსტად ვერ დაამატა. გარდა ამისა, ვალენსიელთა საუკეთესო ბომბარდი უგო დურსო ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, როდესაც თავით დაარტყა, მაგრამ სტუმართა მეკარემ იყოჩაღა. მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში გოლი მეათე მატჩში არ გაუშვა, ხოლო „ვალენსია“ 41 ქულით 20-გუნდაინ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





