ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთთის ლიგა 2-ში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. 30-ე ტურში „ბორდომ“ „პარიზი“ მიიღო და უხვგოლიან მატჩში გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 3:3.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 42-ე წუთზე როდესაც მასპინძლები 0:2 აგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა.
90-ე წუთზე პარიზელები 3:2 იგებდნენ და დავითაშვილის გადაცემის მერე პედრო დიასმა ანგარიში გაათანაბრა.
„ბორდო“ 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი`





