კანკავას და კაშიას კიდევ ერთი ნაბიჯი ტიტულისკენ

0
71

სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერმა „სლოვანმა“ მორიგი ტიტულის მოსაგებად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ბრატისლაველებმა „პოდბერეზოვას“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. გამარჯვებულთა სასტარტოში საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულმა ჯაბა კანკავამ ითამაშა, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს. იმავე წუთზე თამაშში ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ჩაერთო. „სლოვანი“ 63 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ ტრნავის „სპარტაკს“ 18 ქულა ასწრებს.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ქვედა ექვსეულში მყოფმა „ვოლფსბერგერმა“ შინ  „ალტახს“ ვერ მოუგო -0:0. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა ორი ტაიმი ითამაშა.
ლაშა თაბაგარი