აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა სტუმრად მოიგეს, კუხიანიძის დუბლი

0
56

უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში დონეცკის „შახტარი“ გასვლაზე „ობოლონს“ დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა. დონეცკელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანზე 49-ე წუთზე შევიდა. მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 46 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
სერგო კუხიანიძემ ესტონეთის ჩემპიონატში პირველი დუბლი მიითვალა. მე-4 ტურსი „ნარვა ტრანსი“ შინ „ნომე“ 2:0 დაამარცხა. 35-ე წუთზე კუხიანიძემ ანგარიში ბეგლარიშვილის პასით გახსნა. 70-ე წუთზე კუხიანიძემ თავი ბურჯანაძის გადაცემით გამოიჩინა. „ნარვა ტრანსში“ კიდევ ერთმა ქართველი ვაჟა ნემსაძე გამოდის.
ლაშა თაბაგარი