„მეცი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში შინ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფ „მონაკოსთან“ 2:5 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მასპინძლები 1:4 აგებდნენ. „მეცი“ 23 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „ტორინომ“ შინ „მონცას“ 1:0 სძლია. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი საბა საზონოვი მასპინძლების სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. ტურინელები 44 ქულით 20 გუნდს შორის მეცხრეა.
„ფროზინონემ“ გასვლაზე „ჯენოასთან“ 1:1 ითამაშა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე სტუმრების განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. „ფროზინონე“ 25 ქულით მეთვრამეტეა.
ლაშა თაბაგარი





