კალაძე: “სანიოლის ხელფასი 20000-ია”

0
128

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ფრანგი სპეციალისტის ვილი სანიოლის ხელფასი გაამხილა. “მილანში” ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგები ექსმცველის თქმით, ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცი თვეში 20000 ევროს გამოიმუშავებს.
კალაძემ ხაზი გაუშვა, რომ სანიოლისთვის ფული პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა და შესაძლოა, ასეთი თანხის სანაცვლოდ ფეხბურთის ფედერაციას მწვრთნელი საქართველოში ვერ მოეძებნა.
სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და წელს ზაფხულში გერმანიაში თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი