აპოელმა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი და ფორვარდი გიორგი ქვილითაია გამოდიან, კვიპროსის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტ ლარნაკას აეკ-ს სტუმრად შეხვდა და სამი ქულა აიღო.
დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ქვილითაია მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. ამ გამარჯვების შემდეგ აპოელი 66 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ აეკ-ს 4 ქულით ასწრებს.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში ლევან კორღალიძის გაწვრთნიილი “ჟენისი” სტუმრად “აქტობეს” შეხვდა და 0:3 წააგო. “ჟენისში” მცველმა ზურაბ თევზაძემ და ნახევარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. კორღალიძის შეგირდებს 3 ქულა აქვთ და 13-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი





