ტაბატაძემ გუნდს ქულა გადაურჩინა

0
70

თომა ტაბატაძემ უზბეკეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.მე-4 ტურში  ნამანგანის „ნავბახორი“ შინ „სურხონს“ შეხვდა და ქართველი თავდამსხმელის წყალობით ქულა გადაარჩინა.
ტაბატაძემ შეუცვლელად ითამაშა და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე, როდესაც „ნავბახორი“ 1:2 აგებდა, პენალტი ზუსტად შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში ოთხივე ტურში გაიტანა და 6 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ნამანგანელთა კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე თადარიგში იყო. “ნავბახორი” 6 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი