საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს მიაჩნია, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ქართული ფეხბურთი წინჯ წავიდა.
„რა თქბა უნდა, მატჩს ვუყურე და ძალიან მიხარია, რომ საქათველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა – საუცხოო შედეგია! ვილი სანიოლი კარგი მწვრთნელია, რომელმაც ჩემს შემდეგ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა. ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში ფეხბურთი წინ წავიდა წარმოუდგენლად მაგარ გულშემატკივრებთან ერთად. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს და ძალიან მიხარია. საქართველოს ნაკრებს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს, საუცხოო მეკარე და კარგი გუნდია.
ჩემი წასვლის შემდეგ ნაკრები როგორ შეიცვალა? ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც შანსი მივეცი, უკვე გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და დონე აქვს. გუნდის სათამაშო სტილიც შეიცვალა. ადრე დაცვიდან სწრაფ კონტრშეტევებზე ვთამაშობდით და ჭკვიანურ ფეხბურთს ვაჩვენებდით.
სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონია ვერ დავამარცხეთ და მიხარია, რომ ისტორია არ გამეორდა. ფისიქოლოგიურად ძალიან რთული თამაში იყო. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად მიხარია“ – იუწყება ბრატისლავას „სლოვანის“ ნათქვამს metaratings.ru.
ლაშა თაბაგარი





