საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა უახლოეს პერიოდში “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმოს, იუწყება Football Italia. 23 წლის ფეხბურთელს ნეაპოლელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს და იტალიური კლუბის ხელმძღვანელებს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ორი წლით უნდათ.
იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. Transfermarkt-ის ინფორმაციით, მისი სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.
ლაშა თაბაგარი





