საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელთა შრომის შედეგად ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით. ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად კვიპროსის ნაკრებს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
თემურ ქეცბაია: “უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა. მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ, გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზე”.
ლაშა თაბაგარი





