ლევან შენგელია მძიმე ტრავმას გადაურჩა

0
71

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ლევან შენგელია მძიმე ტრავმას გადაურჩა, ის მატჩის ძირითადი დროის მიწურულს დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.. ფეხზე რენტგენის გადაღების შემდეგ, ვარაუდობდნენ, რომ შენგელიას კოჭ-წვივის სახსრის მცირე მოტეხილობა ჰქონდა, მაგრამ მაგნიტო-რეზონანსულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მყესი აქვს დაჭიმული. შენგელიას სამკურნალოდ დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება.
ლაშა თაბაგარი