„სამტრედიაში“ განელი თავდამსხმელი ითამაშებს

0
59

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ განელი თავდამსხმელი დანიელ ოვუსუ დაიმატა. 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის წინ ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერ „ზალცბურგში“ ჩაირიცხა, მაგრამ არ უთამაშია.
გასულ სეზონში ოვუსუ ავსტრიის რანგით მეორე ლიგის „ამსტეტენში“ გამოდიოდა, სადაც 6 მატჩში გოლი არ გაუტანია. მანამდე, ის ასევე მეორე ლიგის „ლაიფერინგში“ და „ფერსტ ვენაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი