საქართველოს ეროცნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის ირაკლია ძარიას თქმით, რომელიც ამჟამად ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად თამაში შესაძლებელია.
„საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს წარმოუდგენელი სიხარულია – ჩვენმა გუნდმა ის გააკეთა, რაზეც ასე ვოცნებობდით. ბოლოს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ფეხბურთის გაუმჯობესების კუთხით გაწეულმა მრავალწლიანმა სამუშაომ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ ამას ვხედავთ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ. ახლა ძალიან გვსურს ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლა. რაც შეგვიძლია“ – იუწყება ძარიას ნათქვამს sport-express.ru.
საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად ისპარეზებს – F ჯგუფში პორტუგალიას, თურქეთსა და ჩეხეთს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





