მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის იტალიელი მასიმო კარერას აზრით, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაში ხვიჩა კვარაცხელიასთვის თავისი შესაძლებლობის კიდევ უფრო მეტად გამოვლენის კარგი საშუალებაა.
“ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის საუცხოო შედეგია. ცხადია, ეს განსაკუთრებული შესაძლებლობაა ხვიჩა კვარაცხელიასთვის მომავალ ტურნირზე თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს” – ციტირებს კარერას sport-express.ru.
საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად ისპარეზებს – F ჯგუფში პორტუგალიას, თურქეთსა და ჩეხეთს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





