ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას “მონაკოს” რუს ფორვარდ ალექსანდრ გოლოვინთან შედარება სთხოვეს, ასეთი პასუხი გასცა:
“რუსეთის პრემიერლიგის რომელმა ყოფილმა ფეხბურთელმა უფრო მეტად გაიბრწყინა ევროპაში – კვარაცხელიამ თუ გოლოვინმა? ასეთ კონტექსტში მათი შედარების აზრს ვერ ვხედავ”.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





