მამარდაშვილი: “მაშინ ვთქვი რომ ეს აღარ განმეორდებოდა”

0
58

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის თქმით, ერთა ლიგის C ლიგის ფინალში პენალტების სერიაში იცოდა თუ ბერძენი ფეხბურთელი პირველ პენალტს რომელ კუთხეში დაარტყამდა.
გიორგი მამარდაშვილი: “არა მარტო „ბეტისთან“, „რეალთანაც“ დავმარცხდი პენალტების სერიაში და მაშინ ვთქვი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და არც განმეორდა. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს პერიოდში გვამხნევებდნენ და გვიხარია მათ გამო, რადგან ისინი გავაბედნიერეთ.
არა მხოლოდ პენალტების დროს, მთელი თამაშის განმავლობაში რთული იყო თამაში, დიდ წნეხია ასეთ მატჩებში მონაწილეობა. ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა, ისინი ამას იმსახურებენ.
პირველ პენალტზე ვიცოდი, სადაც დაარტყამდა, რადგან 4 პენალტი სწორედ იმ კუთხეში ჰქონდა დარტყმული, როცა მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მიჭირს ემოციების გადმოცემა და შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე. არა მარტო პენალტებზე, არამედ ყველაფერზე ბევრს ვმუშაობ და ამ შრომას შედეგი მოაქვს“.
ლაშა თაბაგარი