სიომინი: „ახლა ხვიჩას და სხვა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის ერაა“

0
32

რუსეთის ეროვნული გუნდის და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა საქართველოს ნაკრების ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.
„მსურს საქართველოს ნაკრებს დიდი წარმატება მივულოცო. საქართველოს ნაკრების ევროზე გასვლა სასიხარულოა მთელი ერისთვის და ფეხბურთით კიდევ მეტი ბავშვი დაინტერესდება. ჩივაძის და კალაძის ეპოქა იყო, ხოლო ახლა ხვიჩას და სხვა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის ერაა. კვარაცხელია ყველა თამაშს მაღალ დონეზე ატარებს. მათ შორის გუშინაც ვნახეთ ის თავისი გუნდისთვის როგორ იბრძოდა. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატი კარგი შანსია ხვიჩასთვის თავი ყველაზე მაღალ დონეზე გამოავლინოს“ – ციტირებს სიომინს Sport24.
მოსკოვის „სპარტაკის“ ექსთავკაცის ვლადიმირ გლადილინის თქმით, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის დამსახურებაა:
„ეს დიდი წარმატებაა მთელი ქვეყნისთვის, რომელიც პირველ ყოვლისა ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. სანიოლი სამი წელიწადია საქართველოში მუშაობს და მას ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ყველაფერი არ გამოსდიოდა. სანიოლმა ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნა, რომელმაც საკმაოდ ძლიერი საბერძნეთი დაამარცხა. ძალიან მიხარია, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა“.
ლაშა თაბაგარი