აზერბაიჯანში მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ, კახა ცხადაძემ პირველი ქულა აიღო. „გაბალა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ექსმწვრთნელი ავარჯიშებს, 27-ე ტურში სტუმრად „არაზს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ცხადაძის დანიშვნის შემდეგ, „გაბალამ“ ზედიზედ სამი მატჩი წააგო და „არაზთან“ ფრეს შემდეგ 16 ქულა აქვს – 10 გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა
აპოელმა კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, ნიქოზიელები უქულოდ შინ თანაქალაქელ „ომონიასთან“ დარჩნენ – 0:1. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აპოელის კაპიტანი გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყო. მიჯრით ორი მარცხის მიუხედავად აპოელი 63 ქულით ჩემპიონატში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „არისს“ 3 ქულით სჯობს.
ლაშა თაბაგარი





