ილის თოფურია ერთა ლიგის C ლიგის 1/2-ფინალში თბილისში საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების მატჩამდე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება:
“21 მარტს, საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევით ეწვევა. ერთად შევხვდეთ ჩემპიონს!”.
ლაშა თაბაგარი





